saqarTvelos mdinareebi - arxotiswyali
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 23 კმ |
აუზის ფართობი | 242 კმ² |
სინონიმი: ცირცლოვანისწყალი.
მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე; მდინარე ასის ზემო მონაკვეთი. სათავე აქვს არხოტის უღელტეხილთან. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 242 კმ². სოფელ ახიელთან მარცხნიდან უერთდება მდინარე ახიელისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვესა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში.